Pages

Friday, May 13, 2016

პროექტი

p1.პროექტის სახელწოდება წვა და ჟანგვა
2.   პროექტის მთავარი იდეა :  გაღრმავდეს და გაფართოვდეს ცოდნა ჟანგბადზე როგორც სიცოცხლისათვის უმნიშვნელოვანეს ელემენტზე. გავაცნოთ მათთვის ახალი ქიმიური ცნებები ,,წვა" და ,,ჟანგვა".
3.
  პროექტის აქტუალობა :გავაცნობთ წვის პროცესს, როგორც ჟანგვას.იმსჯელებს წვის პროდუქტებზე-ოქსიდებზე.
4.
   პროექტის მიზნები :მოსწავლეები შეძლებენ წვის და ჟანგვის რეაქციების მაგალითების ჩამოთვლას ყოველდღიური ცხოვრებიდან,იმსჯელებენ მათ ხელშემწყობ ფაქტორებზე,ჟანგვისა და წვის დადებით და უარყოფით შედეგებზე. .შეძლებენ წვის თანმხლები მოვლენების აღწერას.
5.
   მონაწილეთა ასაკი: 13-14 წელი
6.
   ვადები/ ხანგრძლივობა – 2 საათი
7.
   მოსალოდნელი შედეგი : მოსწავლე ახასიათებს წვისა და ჟანგვის რეაქციებს; ჩამოთვლის წვისა დაჟანგვის რეაქციების მაგალითებს ყოველდღიური ცხოვრებიდან,მსჯელობს მათ ხელშემწყობ ფაქტორებზე,მათ დადებით და უარყოფით შედეგებზე.
8.
   პროექტისთვის საჭირო რესურსი : ქიმიური კოლბები ჟანგბადით, რეაქტივები: ნახშირი,მაგნიუმი, თუთია, ფოლადის ნემსი, სპილენძის ფირფიტა. სპირტქურა, ასანთი, ქიმიური კოვზები, კომპიუტერული მასალა.
9.
   პროექტის მსვლელობა :
       
აქტივობა 1 : მასალის ათვისების შემოწმება
1.
   მოწმდება საშინაო დავალება
2. მოსწავლეები ასახელებენ და ახასიათებენ ჰაერის შემადგენელ მუდმივ და ცვალებად კომპონენტებს, მათ ფიზიკურ თვისებებს. წარმოადგენენ ჟანგბადის აღმოჩენის ისტრიის შესახებ და ხდება მათი ნარომების პრეზენტაცია.
აქტივობა 2 : ექსპერიმენტზე დაკვირვება
მასწავლებელი ატარებს სადემონსტრაციო ცდებს. ჟანგბადით სავსე კოლბებში წვავს ნახშირს, მაგნიუმს. ასევე იყენებს კომპიუტერულ მასალას.
აქტივობა 3 სიღრმისეული წვდომა :
მოსწავლეები აკვირდებიან ცდის მსვლელობას. აღწერენ, აანალიზებენ ცდის შედეგებს. ადგენენ რეაქციის ტოლობებს. აკეთებენ დასკვნებს. შემდეგ მოსწავლე ატარებს ცდას: სპილენძის გავარვარებას სპირტქურის ალზე,სპილენძის ზედაპირი იფარება შავი ფერის ოქსიდით, მაგრამ არ ხდება სითბოსა და სონათლის გამოყოფა. ანუ წვა, მაგრამ ხდება სპილენძის ჟანგვა.
კეთდება დასკვნა: ჟანგვის ყველა რეაქცია არ არის წვა. შემდეგ განიხილება რთული ნივთიერებების წვა. ადგენენ მეთანის წვის ტოლობას და აკეთებენ დასკვნას, წვის პროდუქტები იმ ელემენტეის ოქსიდებია, რომლისგანაც შედგება რთული ნივთიერება.
 
აქტივობა 4 : მასალის განმტკიცება, გააზრება.
10 .     ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
ქიმVIII. 8. მოსწავლეს შეუძლია  წვის რეაქციების დახასიათება, წვისა და ჟანგვის პროცესების შედარების საშუალებით მარტივი და რთული ნივთიერებების წვის რეაქციათა ტოლობების შედგენა .
11.
  პროექტის ხელმძღვანელი : ნ. მჭედლიშვილი
12.
  ხელმძღვანელის ელექტრო ფოსტა : mchedlishvilineli@gmail.com
13. პროექტის ვებ. გვერდი :mchedlishvili.blogspot.com

შეფასების რუბრიკა და სურათები


https://drive.google.com/open?id=114ZPLSOKHnITo4spmjrhy369yK6LUZTAz48a5N9X7r8